2018 წლის 23 მარტს რონდელის ფონდის ორგანიზებით, პროექტის “ჩემი სამყარო” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა პანკისის ხეობაში დუისისა და ჯოყოლოს სკოლების მოსწავლეებთან.

რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ ლექცია წაიკითხა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, ხოლო ამავე ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

რონდელის ფონდის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გადასცეს ჟურნალის “ჩემი სამყარო” ოთხი ნომერი.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.