2021 წლის 6 აპრილს, რონდელის ფონდის პროექტის “თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ადიგენისა და მოხეს უფროსკლასელებისთვის წაიკითხა ლექციები თემებზე – “საქართველოს სახელმწიფო მოწყობა” და “აქტიური მოქალაქეობა”.
პროექტის დახმარებით, სკოლის მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება, დემოკრატია, სამოქალაქო აქტივიზმი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ნატო და ევროკავშირი, საქართველო-რუსეთი, ეკონომიკა, საჯარო პოლიტიკა, მეწარმეობა, მედიაწიგნიერება და ა.შ. პროექტში ჩართული ახალგაზრდები ისწავლიან, რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივიზმი და შეიძენენ სამართლებრივი სახელმწიფოს მოქალაქისათვის საჭირო ცოდნასა და უნარებს.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.