23 ოქტომბერს რონდელის ფონდის ორგანიზებით პროექტ „ჩემი სამყაროს“ ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა ქ. ზუგდიდის აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. მოსწავლეებს შეხვდნენ ფონდის უფროსი მკვლევარი გიორგი ბადრიძე და ქართველი მწერალი არჩილ ქიქოძე. გიორგი ბადრიძემ ისაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობისა და არჩევანის შესახებ, ხოლო არჩილ ქიქოძემ – ქართული თანამედროვე ლიტერატურისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შესახებ.

ამავე შეხვედრის ფარგლებში რონდელის ფონდმა მოსწავლეებს გადასცა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი შემეცნებითი ჟურნალის „ჩემი სამყარო“ ახალი ნომრები.

პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.

 

 

A DSCN9048 DSCN9050 DSCN9055 DSCN9058 DSCN9073