2007 / 09 / 19
2007 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა შეხვედრა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ თანაშემწე ლორი ალმანთან. ალმანმა ისაუბრა ესტონეთზე ბოლო დროს განხორციელებულ კიბერ თავდასხმებზე. ეს იყო პირველი კოორდინირებული იერიში სახელმწიფოს სამთავრობო და ელექტრონულ ინფრასტურუქტურაზე. ესტონეთის მეგობრებისთვის ეს შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა. შეტევის კვალს რუსეთის ოფისებამდე მივყავართ, თუმცა, რუსეთი აღნიშნულ შეტევებთან რაიმეგვარ კავშირს უარყოფს.
ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ესტონეთს დახმარება შესთავაზეს. შეტევებმა კითხვები აღძრა ნატოს როლისა და პასუხისმგებლობის შესახებ ომის წარმოების არატრადიციულ მეთოდებთან გამკლავებაში.