2018 / 01 / 23
2018 წლის 23 იანვარს რონდელის ფონდმა უმასპინძლა ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, რექტორის მოადგილის მ/შ ნინო ჯოჯუა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მ/შ მარიამ დარბაიძე და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი ნინო გეწაძე.
მხარეებმა განიხილეს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და რონდელის ფონდს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.