2016 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ბრუკინგსის ინსტიტუტის წარმომადგენლებს – აშშ-სა და ევროპის ცენტრის დირექტორს ფიონა ჰილს, ამავე ცენტრის ასოცირებულ დირექტორს ენდრიუ მოფატის და თურქეთის პროგრამის უფროს მეცნიერ-თანამშორმელს ქემალ კირიშს.
მრგვალი მაგიდის თემა იყობრუკინგსის ინსტიტუტში ახლად დაწყებული კვლევითი პროექტის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის და მისი სტრატეგიული მნიშვნელობის – როგორც თურქეთის, ირანის, რუსეთის და ევროკავშირის საყრდენის – ხელახალი შეფასება, ასევე – თურქეთ-სომხეთის და თავად რეგიონის ურთიერთობა სომეხთა გენოციდის (1915) მეასე წლისთავის ფონზე.
შეხვედრის დროს ქართველმა ექსპერტებმა თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს რეგიონული ინტეგრაციისა და სტაბილურობის შესახებ, ისაუბრეს ევროკავშირის როლზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საუბარი შეეხო სომხეთის არჩევანს ევრაზიის კავშირის სასარგებლოდ. მოკლედ მიმოიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით აშშ-სა და ევროკავშირის როლის მნიშვნელობაზე.