2024 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ის ახალგაზრდები რეგიონებიდან, რომლებიც პირველად იღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ასევე, პოლიტიკური პარტიების/კოალიციების წარმომადგენლები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, განათლებისა და დასაქმების პრობლემებზე. პოლიტიკურმა პარტიებმა თავის მხრივ, წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, თუ როგორ აპირებენ სამომავლოდ ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებას, ასევე, მათ ხაზი გაუსვეს არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობას.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.