2021 წლის 20 თებერვალს, ზარზმის ახალგაზრდებისთვის ლექცია წაიკითხა გიორგი ბადრიძემ თემაზე – “საქარველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირება”.
ლექცია გაიმართა პროექტის “ახალგაზრდები რეგიონის განვითარებისთვის” ფარგლებში, რომელსაც რონდელის ფონდი „ზარზმის ბავშვთა აკადემიისა“ და ზარზმის მონასტრის ხელშეწყობით ახორციელებს. საგანმანათლებლო პროექტი ფოკუსირდება სხვადასხვა მიმართულებებზე, რომელიც ითვალისწინებს როგორც მათემატიკის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას სპეციალურად შემუშავებული პროგრამის შესაბამისად, ასევე აქტუალური თემების განხილვას სამოქალაქო განათლებასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.
პროექტის შედეგად, მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას და განივითარებენ ანალიტიკურ აზროვნებას ეროვნული და საერთაშორისო გამოწვევების ადეკვატურად შესაფასებლად, ასევე გაიმჯობესებენ უნარ-ჩვევებს რაც მათი სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს გაზრდის.