პროექტის “თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში დაბა ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ასპინძის სარაგბო ბაზაზე, სადაც ექსპერტების ხელმძღვანელობით დაესწრნენ მნიშვნელოვან ლექციებს.
რონდელის ფონდის მკვლევრებმა გიორგი ბილანიშვილმა და ზურაბ ბატიაშვილმა წაიკითხეს ლექციები – “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება” და “საქართველო და თურქეთი”. მარიამ დანგაძემ მედიის განვითარების ფონდიდან (MDF) ისაუბრა “მედიაწიგნიერების” შესახებ, ხოლო კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (CYSEC) დამფუძნებელმა ანდრია გოცირიძემ განიხილა “კიბერუსაფრთხოება/კიბერჰიგიენა”.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით