2009 / 10 / 13

2009 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტ “შავი ზღვის სამშვიდობო ქსელში” ჩართულ ქართველ ქსპერტთა მეორე შეხვედრა. პროექტი ხორციელდება კრიზისების მართვის ინიციატივასთან თანამშრომლობით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში თვითმმართველი სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბება, რომლებიც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისა და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ. პროექტის სტრუქტურა უზრუნველყოფს ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობას.