პროექტი „ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში“ მიზნად ისახავდა საქართველოში სიღარიბის ინდიკატორების დინამიკის ანალიზს, ქრონიკული სიღარიბის მასშტაბის შეფასებას, გრძელვადიანი სიღარიბის ფაქტორების გამოვლენას,  შემოსავლების უთანაბრობის მდგრადობის შესწავლას, სიღარიბის დაძლევის სამთავრობო პოლიტიკის დღის წესრიგის შეფასებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

პროექტის დაინტერესებულ მხარეებსა და ბენეფიციარებს შორის იყვნენ საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქსტატი და ა.შ. ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური კვლევითი ცენტრები და მედია.

პროექტი რონდელის ფონდმა განახორციელა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.