პროექტის მიზანს წარმოადგენდა ქართული და სამხრეთ ოსური საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, რათა გამონახულიყო გზები არსებული კონფლიქტის დასაძლევად. პროექტი ითვალისწინებდა აქტუალურ საკითხებზე სამი აკადემიური კვლევის ჩატარებას და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას.

პროექტის კონკრეტული მიზანი იყო, რომ უშუალო ზეგავლენა მოეხდინა დაპირისპირებულ მხარეთა მიერ შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რათა მომხდარიყო კონფლიქტის ტრანსფორმაცია და შექმნილიყო სათანადო პირობები მხარეთა შორის ნდობის აღსადგენად. შემუშავებული რეკომენდაციების ადრესატები იყვნენ: გადაწყვეტილების მიმღებები თბილისსა და ცხინვალში, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა, განსაკუთრებით – დევნილები სამხრეთ ოსეთიდან, ასევე კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციები და სტრუქტურები. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში დაიგეგმა კვლევის შედეგების პრეზენტაცია და რამდენიმე მრგვალი მაგიდის მოწყობა. კვლევის შედეგები გამოიცა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

პროექტი იყო 11-თვიანი და განხორციელდა ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მართვას ახორციელებდა გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაბილიტაციის მექანიზმის (COBERM) მეშვეობით.