„ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. რონდელის ფონდი ქართული ემიგრაციის ისტორიის ექსპერტებთან ერთად გთავაზობთ დისკუსიას როგორც ქართულ ემიგრაციაზე ევროპაში, ასევე საკითხის შედარებით უცნობ მხარეებზე, როგორებიცაა ქართული პოლიტიკური ემიგრაცია სამხრეთ ამერიკაში და ქალთა როლი ქართულ ემიგრაციაში. აღნიშნული ანალიზი თავის წვლილს შეიტანს საკითხის ირგვლივ შექმნილი საბჭოთა ნარატივების გაქარწყლებაში.“

 

მოდერატორი: გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

მომხსენებლები:

ოთარ ჯანელიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი – „ქართული პოლიტიკური ემიგრაცია ევროპაში“.

პაატა ნაცვლიშვილი – გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი – „ქართული ემიგრაცია სამხრეთ ამერიკაში“.

რუსუდან დაუშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – „ქართველი ქალები ემიგრაციაში“.