რონდელის ფონდმა 22 სექტემბერს ახალქალაქში ქართული ენის შემსწავლელი სპეციალური კურსი დაიწყო. კურსი განკუთვნილია საშუალო სკოლის პედაგოგებისთვის, რომლებმაც ერთ თვეში მასწავლებელთა პროფესიული უნარების სასერთიფიკაციო გამოცდა უნდა ჩააბარონ. კურსის დახმარებით პედაგოგებს საშუალება ექნებათ ტესტებისთვის მოემზადონ.  პროგრამაში ახალქალაქის საშუალო სკოლების მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობენ პედაგოგები მიმდებარე სოფლებიდან.

ქართული ენის შემსწავლელ პროგრამას ახალქალაქში რონდელის ფონდი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

IMG-c7765887b83630b16edc0f01663b6735-V IMG-fca2664890dc685497d29b3af7700456-V IMG-e0f9e36d91bb1c2a99e28aed1c15ce15-V IMG-a2db35115239ad4975cc99f8ec5684be-V IMG-52d6e278f6a858a02807238108925595-V

IMG-2ea18c6fa9fa2639bcaab08722e8ff82-V