2016 / 02 / 18
2016 წლის 18 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა ფრანგი პარლამენტარების ჯგუფს, სენატორებს – პასკალ ალიზარს, ჟიზელ ჟურდასა და სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის მრჩეველს – ფაბრის ჰუგოს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიოტრობაში მონაწილეობის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელბის მიმდინარების საკითხები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების, რუსეთის პოლიტიკის, მასთან არსებული რისკების და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ.