დოკუმენტური ფილმის „ერი, დაბადებული გამარჯვებისთვის“ გადაღებები გასული წლის აპრილში დაიწყო, თუმცა ფილმის იდეა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რამდენიმე დღეში დაიბადა. რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ალექს პეტრიაშვილი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, უკრაინაში გაემგზავრა. რთული ვითარების მიუხედავად, ფილმის ნაწილის გადაღება მაინც მოხერხდა. ფილმის დასრულება ზაფხულში იგეგმება, მანამდე კი გიზიარებთ მის პირველ ნაწილს.