პროექტი, რომელიც ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ საკითხთა ცენტრი (CENAA) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდთან ერთად განხორციელდა, მიზნად ისახავდა საქართველოს უსაფრთხოების რეფორმისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების საკითხებში დახმარებას და გარდამავალი პერიოდის ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას. პროექტის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისათვის საჭირო უნარებისა და საშუალებების განვითარების ხელშეწყობა.
პროექტი მოიცავდა სამ ძირითად მიმართულებას:
1. საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ურთიერთმიმართებებისა და კომპეტენციების მოდელის განვითარება;
2. გრძელვადიანი სამხედრო/თავდაცვის დაგეგმვის ინსტიტუციონალიზაცია, დამკვიდრება;
3. თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში ადამიანური რესურსების განვითარება – უსაფრთხოების სფეროში სამხედრო და სამოქალაქო საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
აღნიშნულ სფეროებში დაიგეგმა რეკომენდაციებისა და სამუშაო გეგმის შემუშავება და შეთავაზება სახელმწიფო უწყებებისთვის. სამოქმედო გეგმაში მოიაზრებოდა:
– უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემებისა და მოთხოვნილებების იდენტიფიცირება;
– სფეროზე პასუხისმგებელი აქტორების კომპეტენციების გაზრდა;
– გაზიარება იმისა, თუ როგორ წყდებოდა და წყდება მსგავსი პრობლემები სლოვაკეთში – სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება.
– კონკრეტული გამოსავლების მიწოდება/შეთავაზება.
პროექტი მიზანი ასევე იყო ხელშეწყობას სლოვაკ და ქართველ ექსპერტებსა და უწყებებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებას.
პროექტი დაფინანსდა სლოვაკეთის რესპუბლიკის SlovakAid-Official Development Assistance-ის მიერ.