ავტორი: გიორგი ბადრიძე, ალექს პეტრიაშვილი, თორნიკე თურმანიძე, ზურა ბატიაშვილი

უსაფრთხოების მიმოხილვის წინამდებარე გამოცემა, ცხადია, რუსეთ-უკრაინის ომს ეძღვნება. რონდელის ფონდის ექსპერტები მის სხვადასხვა ასპექტს მიმოიხილავენ.

გიორგი ბადრიძე მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან ასპექტს – რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობას ეხება: უნდა ჰქონდეს თუ არა რუსეთს ჩინეთის დახმარების იმედი? იყო თუ არა ჩინეთი ინფორმირებული რუსეთის განზრახვის შესახებ? 

ალექსი პეტრიაშვილი აანალიზებს, თუ როგორ გარდაქმნა ომის 9 თვემ ნატო და ევროკავშირი. რამდენად უმკლავდება დასავლეთი იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ის რუსეთის აგრესიის შედეგად აღმოჩნდა.

უსაფრთხოების მიმოხილვაში დებიუტიც გვექნება. თორნიკე თურმანიძე აანალიზებს ამ ომში ახალი მოთამაშის – ირანის ­– გამოჩენას. რა მიზანს ისახავს თეირანი? რამდენად შესწევს ძალა მნიშვნელოვანი ოდენობის იარაღი მიაწოდოს მოსკოვს? რას ელოდება სანაცვლოდ? რა გავლენა ექნება ირანულ დრონებსა და, სავარაუდოდ, რაკეტებს ომის მიმდინარეობაზე.

რა როლს ასრულებს თურქეთი მიმდინარე ომში? ერთი მხრივ, ანკარა ამარაგებს უკრაინას დრონებით, მეორე მხრივ, ცდილობს, შუამავლად გამოვიდეს ორ მხარეს შორის და მესამე მხრივ, ცდილობს რუსეთისაგან მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ერდოღანის ამ მრავალფეროვან დიპლომატიურ წიაღსვლებში გარკვევას, ტრადიციულად, ზურაბ ბატიაშვილი შეეცდება. 

 

გადმოწერეთ აქ: გიორგი-ბადრიძე