რონდელის ფონდში სხვა პროექტების მსგავსად, სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში, ონლაინ რეჟიმში გადავიდა. როს ჰარისონი, რომელიც ჯორჯთაუნისა და პიტსბურგის უნივერსიტეტებში სტრატეგიას ასწავლის, კურსის მონაწილეებისთვის ონლაინ ლექციას უძღვება სტრატეგიის შესავლის შესახებ.

ორი კვირის განმავლობაში „სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის“ მონაწილეები ისეთი საკითხებს სწავლობენ, როგორიცაა:  სტრატეგიის კონცეფციები, მიზნები და შესაძლებლობები, ოპონენტების შესაძლებლობების ანალიზი, მათ შესაკავებლად სტრატეგიების შემუშავება და ოპონენტების შიდა გარემოს შესწავლა და ანალიზი.

სასწავლო პროგრამას ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.