2006 წლის 23-25 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა პროექტ „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის“ ფარგლებში უმასპინძლა კანადელი კონსულტანტის, ალიკ ენდრიუსის სემინარს „საჯარო სამსახურში პროფესიული უნარების შეფასება“. სემინარში მონაწილეობა მიიღო თოთხმეტი სამინისტროსა და პარლამენტის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა.
ორი ინტერაქციული სესიის განმავლობაში, კანადელმა ექსპერტმა მსმენელებს გაუზიარა საკუთარი შეხედულებები საჯარო სამსახურისა და მმართველობის საკითხებზე.
საქართველოს მისიის ფარგლებში ენდრიუსმა ცალკე შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებთან. ენდრიუსს ასევე შეხვდა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობა. შეხვედრებისას განიხილეს საქართველოს საჯარო სამსახურის ახალი რეფორმის საკითხები.