2008 წლის 17 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის თანამშრომლობით, ჩატარდა სემინარი – „საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელახალი ფორმირება“. სემინარს უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი. მონაწილეთა შორის იყვნენ აშშ-ის არმიის ვიცეპოლკოვნიკი რობერტ ე. ჰამილტონი, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის წარმომადგენელი; თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ბათუ ქუთელია; ელჩი დავიდ სმიტი, საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი.
სემინარის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია რუსული აგრესიის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობის შესახებ. ისაუბრეს აწმყოზე, მომავალსა და გამოწვევებზე.
სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოური დიპლომატიური მისიების წარმომადგებლები, ისევე როგორც უცხოელი ექსპერტები.