2010 წლის 10 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის ხელშეწყობით ჩატარდა.
სახელმწიფო სტრატეგიის საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოღვაწე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ჟუნრალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის პირველი სესია დაეთმო რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოხსენებას სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესახებ. შესვენების შემდეგ ექსპერტებსა და რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის სამოქმედო გეგმის თაობაზე საინტერესო დისკუსია გაიმართა.