2009 წლის 13-18 ივლისს კიშინიოვთან ახლოს, მოლდოვაში გაიმართა ექვსდღიანი სემინარი “საგარეო პოლიტიკა დნესტრის ნაპირებზე”, რომელიც მიზნად ისახავდა ურთიერთობების გაღრმავებას ახალგაზრდა სტუდენტებს შორის ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან და კონფლიქტური რეგიონებიდან. მონაწილეები, რომლებიც წარმოადგენდნენ მოლდოვას, დნესტრისპირეთს, საქართველოს, აფხაზეთსა და ლიტვას, აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებსა და პრეზენტაციებში. სემინარებს უძღვებოდნენ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები. პროექტს ფინანსური მხარდაჭერა და ორგანიზება გაუწიეს ბრიტანეთის საბჭომ მოლდოვაში და არასამთავრობო ორგანიზაცია „საგარეო პოლიტიკის ასოციაციამ“.