2009 წლის 29 იანვარს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა სემინარი „მაკინდერი და ჰართლენდი: რუსეთ-საქართველოს ომის გეოპოლიტიკა“. ლექცია ჩაატარა საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორმა, ელჩმა დავიდ ჯ. სმიტმა. კომენტატორები იყვნენ ფონდის პრეზიდენტი, პროფესორი ალექსანდრე რონდელი და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, დოქტორი ნიკა ჩიტაძე.
ლექცია ეხებოდა ჰალფორდ მაკინდერის თეორიას, როგორ ხედავდა ის სამყაროს მე-20 საუკუნის დასაწყისში, რა მნიშვნელობა ქონდა რუსეთს მაშინდელ პოლიტიკურ არენაზე და რა როლი აქვს ახლა. ელჩმა დავიდ ჯ. სმიტმა შეადარა ჰართლენდის მნიშვნელობა მაკინდერის ერასა და თანამედროვეობაში. მსჯელობის ძირითადი ნაწილი დაეთმო რუსეთის ომის საქართველოს წინააღმდეგ, რა მნიშნელობა აქვს საქართველოს ჰართლენდთან მიახლოებაში და როგორ ხედავს ამას რუსეთი.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები, ექსპერტები და სტუდენტები.
ლექციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.