2008 წლის 6-7 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა, ბრუკინგის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, უმასპინძლა სემინარს „ევროპის საზღვრები: სტაბილიზაციისა და რეფორმის გამოწვევები კავკასიაში“.
ორდღიანი ღონისძიების გახსნაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ. სემინარის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე სამუშაო სესია ისეთ თემებზე როგორებიცაა: ევროკავშირის პოლიტიკა კავკასიაში, რეგიონული უსაფრთხოება, ენერგია და დემოკრატია. მონაწილეთა შორის იყვნენ ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო ექსპერტები.
სემინარის დასკვნითი სესია მიეძღვნა დისკუსიას რეგიონში დიდ ძალთა პოლიტიკაზე. სესიაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ბრუკინგის ინსტიტუტუს ამერიკისა და ევროპის ცენტრის დირექტორმა და მკვლევარმა, დანიელ ბენჟამინმა და კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ.
ბრუკინგის ისნტიტუტი დამოუკიდებელი, არაკომერციული პოლიტიკური ორგანიზაციაა, ვაშინგტონში. მისი მთავარი მიზნებია ამერიკული დემოკრატიის გაძლიერება, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და შესაძლებლობის არსებობის ხელშეწყობა თითოეული ამერიკელისთვის და უფრო ღია, უსაფრთხო და ინტენსიური თანამშრომლობის მქონე საერთაშორისი სისტემის არსებობის უზრუნველყოფა.