2007 წლის 10 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა სემინარი: „საქართველოში ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის შესახებ“. სემინარი მიეძღვნა ევროპის დღეს, რომელიც აღინიშნა 2007 წლის 9 მაისს.

პროექტის მონაწილეებმა სტუდენტების, ასპირანტებისა და უნივერსიტეტის პროფესორებისათვის წაიკითხეს შემდეგი ლექციები:

  1. ევროინტეგრაციის ისტორია და გაფართოების ციკლები – ვასილ ჭყოიძე, ევროინტეგრაციის ცენტრი
  2. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და ინსტიტუტები -სერგი კაპანაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  3. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო – კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  4. ევროკავშირის ურთიერთობები მეზობლებთან. მაგალითის კვლევა – სატრანსპორტო პოლიტიკა – არჩილ გეგეშიძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი გაწეული თანამშრომლობისათვის მადლიერია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ ბალავაძის.