2006 წლის 4 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროექტის „საქართველოში ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის შესახებ“ ფარგლებში ჩატარდა სემინარი, რომელსაც უმასპინძლა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. სემინარი გაიმართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით და ჩატარდა უფრო დიდი ღონისძიების ფარგლებში, რომელიც პარალელურად იმართებოდა ბათუმში – „სემინარი დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტებისთვის“

სემინარი ეძღვნებოდა ევროკავშირთან ინტეგრაციის ფუნდამენტურ საკითხებს, ისეთები როგორიცაა: ევროინტეგრაციის ისტორია; ევროკავშირის ინსტიტუტები; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; ევროკავშირის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის პოლიტიკა; საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები – პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება; ევროპის სამეზობლო პოლიტიკა. გარდა ამისა, სემინარზე იმსჯელეს სხვა საკითხებზეც, რომლებიც საინტერესო იყო ევროკავშირზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის.

სემინარმა თავისი წვლილი შეიტანა ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში. ვინაიდან ჟურნალისტები ცოდნის საუკეთესო გამავრცელებლები არიან, მათი განათლება ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე საკუკეთესო გარანტიაა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა ცოდნაზე დაფუძნებულ ანალიზს მიიღებს  ევროკავშირის, ისევე როგორც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.

პროექტის ეგიდით მსგავსი სემინარი უკვე ჩატარდა თელავში. მომავალში კი ჟან მონეს ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება კიდევ ორი სემინარის ჩატარება ქუთაისსა და ზუგდიდში.