2019 წლის 2 აპრილს რონდელის ფონდში გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისათვის განკუთვნილი სემინარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ადამიანური რესურსების მართვის შვედი კონსულტანტი ჰანს ნორგრენი.
ექსპერტმა მონაწილეებთან ერთად განიხილა შემდეგი საკითხები: ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე შვედური პრაქტიკა, ორგანიზაციის საქმიანობის მართვაში ნდობის მოპოვების კონცეფციის მნიშვნელობა, სამინისტროებსა და სსიპ-ებს შორის ურთიერთობა ადამიანური რესურსების გასაძლიერებლად და საჯარო მოხელეების მოზიდვისა და მოტივაციის ხერხები. თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა, თამთა ჭრიკიშვილმა პრეზენტაცია გააკეთა თემაზე: “ადამიანური რესურსების მართვა: შვედეთის გამოცდილების გაზიარება თავდაცვის სამინისტროს მაგალითზე”.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში მომუშავე ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებმა/მენეჯერებმა.
სემინარი იმართება პროექტის – „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ – ფარგლებში და მიზნად ისახავს საჯარო სექტორში დასაქმებული HR სპეციალისტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. რონდელის ფონდი პროგრამას ახორციელებს 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით და შვედეთის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტთან (SIPU) თანამშრომლობით.