საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის საჯარო მოხელეებთან ინტერვიუების ორგანიზება.
არსებული დოკუმენტების ანალიზი და მიმოხილვა.
საქართველოს საჯარო სექტორში ჩატარებული და მიმდინარე რეფორმების შეფასება. შეფასების ყურადღების ცენტრში მოიქცევა:
• სახელმწიფო მმართველობის რეფორმა;
• საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა;
• სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების შეთავაზება მოქალაქეებსა და ბიზნესისთვის;
• ელექტრონული მთავრობის პლატფორმა და მისი სერვისები, როგორც რეფორმების ძირითადი მამოძრავებელი ძალა.
პროექტი სრულდება ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეაო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებით.