2016 / 04 / 19

2016 წლის 19 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონმა ახალქალაქის რეგიონულ ოფისში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის გამართა საჯარო ლექცია-დისკუსია. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის საქართველოს ელჩმა, ხოლო ამჟამად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთოებების კვლევის ფონდის უფროსმა-მეცნიერ თანამშრომელმა ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ესაუბრა საქართველოში რუსული პროპაგანდის პრობლემის არსებობის შესახებ.

საჯარო ლექცია-დისკუსია ჩატარდა  ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში, რომელიც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს ეთმობა. ლექციები გამიზნულია ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ამ ტიპის შეხვედრები დაეხმარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებებისა და გაძლიერების პროცესებში.