2010 წლის 15 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა კვლევის ფონდმა და საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკურმა ცენტრმა უმასპინძლეს საჯარო სემინარს თემაზე ”თანამედროვე გეოპოლიტიკა”. სემინარს უძღვებოდა ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა და კომენტარს აკეთებდა საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის დირექტორი ნიკა ჩიტაძე.
პრეზენტაცია ეხებოდა ალფრედ თეიერ მანის, ჰალფორდ მაქინდერისა და ნიკოლას სპაიკმანის გეოპოლიტიკურ შეხედულებებს. მომხსენებლებმა შეადარეს ამ მოაზროვნეთა თეორიები და განიხილეს თანამედროვე საქართველოს რეალობა ამ თეორიების ჭრილში.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია მომხსენებლებსა და დამსწრეებს შორის. სემინარს ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, არა-სამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი დიპლომატები და ექსპერტები.