2006 წლის 20 მაისს საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის მონაწილეებმა და კურსდამთავრებულებმა მონაწილეობა მიიღეს წავკისში გამართულ გასვლით ვორქშოპში, რომელიც ჩატარდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ. ღონისძიებამ ერთად შეკრიბა 30 მონაწილე და პროექტის თანამშრომლები. ვორკშოპს კურატორობა გაუწია დოქტორმა ლესლი პალმა. ვორქშოპის ფარგლებში ლექცია წაიკითხა დოქტორმა პალმა, რომელმაც ერთმანეთს შეადარა საქართველოსა და კანადის საშინაო პოლიტიკა, იდენტობის საკითხები და გამოწვევები. დოქტორმა პალმა  ისაუბრა კანადური ცხოვრების სტილის, ღირებულებებისა და ეროვნული სიმბოლოების შესახებ. მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ და შეავსეს კითხვარი კანადის შესახებ. ორ ყველაზე წარმატებულ გუნდს გადაეცა პრიზები.

ვორქშოპის დასაწყისში დამსწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა რეგიონული, პოლიტიკური და იდენტობასთან დაკავშირებული ქართული და კანადური ხუმრობა. მონაწილეებმა უყურეს რიკ მერსერის კომედიურ გადაცემას და გამართეს დისკუსია.

“Public Policy Knowledge Newtork” Fellows Go to Retreat Workshop, 20 May, 2006