2007 წლის 28 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა პროგრამა „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის“ მონაწილეების, კურსდამთავრებულებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერებისათვის მოაწყო გასვლითი სემინარი წინანდალში.
ღონისძიების მთავარი მოვლენა იყო ორი სამუშაო სესია სახელწოდებით „ცუდი პოლიტიკა: ცნობა, ფესვები და ზომების მიღება“, რომელსაც უძღვებოდა ოტავას კარლტონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი ლესლი ა. პალი. სემინარის მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სამთავრობო პოლიტიკის ყველა იმ ასპექტს, რომელიც აქცევს მას ცუდ პოლიტიკად და ასევე სტრუქტურის იმ ხარვეზებსა და მიზეზებს, რომლებიც განაპირობებენ ცუდი პოლიტიკის არსებობას. სემინარის ერთ-ერთი დავალება იყო საქართველოს მთავრობის ცუდი პოლიტიკის მაგალითების შერჩევა და მათ მაგალითზე ხარვეზების ანალიზი, შემდეგ კი ცვლილების შესაძლებლობების განხილვა.