2021 წლის 29 ივნისს გაიმართა რონდელის ფონდის საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოებისა და ახალი ჯგუფის მიღების ცერემონია. კურსის დასრულება მონაწილეებს მიულოცეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, რომელიც რონდელის ფონდის 2006 წლის კურსდამთავრებულია.

ღონისძიებაზე დარიგდა პოლიტიკის დოკუმენტების 2020 წლის კრებული. 7-თვიანი პროგრამის განმავლობაში, ლექციების პარალელურად, თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელთაგან შერჩეული 9 ნაშრომი კრებულად გამოქვეყნდა.

პროგრამა ,,საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართის ტექნიკაში“ 2009 წლიდან ხორციელდება რონდელის ფონდში, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით. დღემდე ამ პროგრამაში სხვადასხვა საჯარო უწყებიდან მონაწილეობა მიიღო 300-მდე საჯარო მოხელემ. კურსდამთავრებულთა შორის არის 3 ყოფილი მინისტრი, 20 მინისტრის მოადგილე. ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს პროგრამის ორი კურსდამთავრებული: ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი.
CBGL, July 2021