2023 წლის 9 ნოემბერს რონდელის ფონდში სასწავლო პროგრამის – „საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ – კურსდამთავრებულთა დაჯილდოებისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია გაიმართა. კურსის დასრულება მონაწილეებს მიულოცეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანა ლიბერმა.

ექვსთვიანი პროგრამის განმავლობაში, ლექციების პარალელურად, თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა პოლიტიკის დოკუმენტზე. შერჩეული ცხრა ნაშრომი კრებულად გამოქვეყნდა.

პროგრამას -„საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ – რონდელის ფონდი 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საჯარო მოხელეების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. მონაწილეები იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პოლიტიკის დაგეგმვასა და ანალიზში, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებსა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში.

CBGL Gradutaion 2023