პროექტი “საჯარო მოხელეების ტრენინგი საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების სფეროში” განხორციელდა რონდელის ფონდის მიერ ამერიკის შეერტებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)/ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება 2020 პროექტის (HICD 2020) მხარდაჭერით, რომელსაც კომპანია Mendez England & Associates (ME&A) ახორციელებს.
პროექტი ძირითადად გამიზნული იყო საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებისათვის, თუმცა მასში მონაწილეობა მიიღეს სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებმაც. პროექტის მთავარი მიზანს წარმოადგენდა საჯარო სამსახურის თანამშრომლების ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდა პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების სფეროში. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს სალექციო/პრაქტიკული მეცადინეობა სხვადასხვა დისციპლინაში, რაც მთლიანობაში დაეხმარებათ მათი ცოდნისა და უნარების დახვეწა-გაზრდას პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღებისას. ლექციების პარალელურად პროექტის მონაწილეები მენტორების დახმარებით მუშაობდნენ პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაზე. დოკუმენტებისათვის თემებ შეარჩიეს საკუთარი სამუშაოს და ინტერესების გათვალისწინებით. ამგვარად საჯარო მოხელეებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა შექმნან პოლიტიკის დოკუმენტები და ზოგადად, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკის ჩამოყალიბების საქმეში. პროგრამის ბოლოს მონაწილეებმა პროექტის მიმდინარეობისას შექმნილი საკუთარი პოლიტიკის დოკუმენტები უფრო ფართო აუდიტორიას გააცნეს.