2012 წლის 6 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ჩატარდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორის როს ჰარისონის საჯარო ლექცია თემაზე ” შესაძლებელია კი სტრატეგია? – ირანი, არაბული გაზაფხული და ამერიკის საგარეო პოლიტიკა”. ლექციას ესწრებოდნენ ფონდის სხვადასხვა სასწავლო პრგრამის მონაწილეები და კურსდამთავრებულები, აგრეთვე მოწვეული ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პროფ. ჰარისონმა წარმოადგინა 3-განზომილებიანი სტრატეგიის საკუთარი ხედვა და მისი გამოყენების შესაძლებლობები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შემუშავების პროცესში. რ. ჰარისონმა ”არაბული გაზაფხულის” შედეგებისა და ირანის ბირთვული პროგრამის შეკავების კონტექსტში განიხილა აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მისი მოკავშირეების წინაშე არსებული რისკები და მათზე რეაგირების შესაძლო სცენარები.
2012 / 03 / 06