2009 / 07 / 14
2009 წლის 13 -14 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „საქართველოს, როგორც პატარა ქვეყნის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში“. ლექციას უძღვებოდა ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. ალექსანდრე რონდელმა ისაუბრა საქართველოს, როგორც პატარა ქვეყნის როლზე საერთაშორისო სისტემაში და საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
საჯარო ლექცია გაიმართა პროექტის „ეთნიკურ უმცირესობათა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ფინეთის მთავრობა და ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.