2016 / 03 / 23

 

2016 წლის 23 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა  ახალქალაქის რეგიონულ ოფისში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის გამართა საჯარო ლექცია-დისკუსია, რომელიც მიეძღვნა  საქართველოში ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან, გენდერულ კვოტირებასა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციასთან დაკავშირებულ საკითხებს. დისკუსიას ხელმძღვანელობდა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ ბოჟაძე.

საჯარო ლექცია-დისკუსია ჩატარდა  ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში, რომელიც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს ეთმობა. ლექციები გამიზნულია ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას,   მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა,  და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამ ტიპის შეხვედრები დაეხმარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებებისა და გაძლიერების პროცესებში.