2016 წლის 10 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გამართა ლექცია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის თემაზე „წინასაარჩევნო გარემო- აქტუალური საკითხები“. დისკუსიას უძღვებოდა სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი ლადო ბოჟაძე.
საჯარო ლექცია-დისკუსია ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში, რომელიც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს ეთმობა. ლექციები გამიზნულია ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამ ტიპის შეხვედრები დაეხმარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებებისა და გაძლიერების პროცესებში.