2016 / 09 / 22
2016 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საჯარო დისკუსია „ საქართველოს არჩევანი: ევროკავშირი თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“. დისკუსიას ხელმძღვანელობდა ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი პროფესორი ვლადიმერ პაპავა.
დისკუსიის ფარგლებში, პროფესორმა იმსჯელა ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობებზე საქართველოს კონტექსტში.
დისკუსიას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები.