2016 წლის 17 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გამართა ლექცია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით. დისკუსიას უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიული კლვლევებისა და განვითარების ცენტრის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუა.
საინფორმაციო სემინარი ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო სერიების ფარგლებში, რომლებიც ევროკავშირის თემატიკაზე იმართება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ამ სემინარების მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ზოგადად ევროკავშირზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო პერსპექტივებზე, ამ გზით ხელი შეუწყოს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს შესახებ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებასა და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას.