2009 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საჯარო დისკუსია – „ირანი და საქართველოს უსაფრთხოება“. დისკუსიას უძღვებოდა ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი არჩილ გეგეშიძე. მომხსენებელთა შორის იყვნენ: სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ანდრო ბარნოვი და საქართველოს უსაფრთოების ანალიზის ცენტრის დირექტორი, ელჩი დავიდ ჯ. სმიტი.
დისკუსია ეხებოდა ქართულ-ირანულ ურთიერთობებს, რას ნიშნავს საქართველოსთვის ირანის სამეზობლოში ყოფნა. განიხილეს რეგიონის გეოპოლიტიკა, ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოებაზე და ასევე ისაუბრეს, იმ ქვეყნებზე, რომელთა ინტერესებიც აღნიშნულ რეგიონში იკვეთება.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები და ექსპერტები.