2016 წლის 24 ნოემბერს, “მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში”, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია ეროვნულ უსაფრთხოებასა და ნატოს შესახებ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის.
დისკუსია ოფიციალურად გახსნა რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი ბადრიძემ. მომხსენებელთა შორის იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი შოთა ღვინერია და საქართველოში რუმინეთის ელჩის მოადგილე რადუ გორნიჩოი.
ღონისძიებაზე შოთა ღვინერიამ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების, ძალაუფლების მნიშვნელობის, ნატოს 2008 წლის ბუქარესტის, 2014 წლის უელსისა და 2016 წლის ვარშავის სამიტების შესახებ ისაუბრა.
საჯარო დისკუსია გაიმართა პროექტის „საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში“ ფარგლებში, რომლის მიზანია, საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა მათთვის გასაგები ენითა და ფორმით მიიღონ სწორი ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რათა შეიცვალოს დასავლეთთან დაკავშირებით მოსახლეობაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და კარგად დაინახონ იმ ეკონომიკური და სოციალური შედეგების სიკეთე, რასაც მოიტანს დასავლეთთან ინტეგრაცია.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ საქართველოში რუმინეთის საელჩოსა და ნატოს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით.