2009 / 03 / 17

2009 წლის 17 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ახალქალაქის რეგიონულ ოფისშ იუსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტთან (შვედეთი) თანამშრომლობით, ჩატარდა საჯარო დისკუსია. აღნიშნული დისკუსია პირველი იყო ტრენინგისა და დიალოგისათვის მიძღვნილ სერიებს შორის, რომელიც ტარდება პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში: კოპეტენციის ზრდა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს შვედეთის მთავრობა. დისკუსიის განმავლობაში სიტყვით გამოვიდნენ  ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი და ფონდის  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ალექსანდრე პაპავა თემებზე “რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობები: 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზები და შედეგები“ და „საქართველოს ეკონომიკა გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში და დახმარების გადანაწილება ომის შემგდომ ერაში“. დისკუსიას ესწრებოდნენ ადგილობირვი ადმინისტრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სტუდენტები. ღონისძიების დასასრულს  გაიმართა საინტერსო დისკუსია საქართველოს თანამედროვე პოლიტიკასა და ეკონომიკაზე.