2013 / 11 / 28

2013 წლის 28 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის რეგიონულ ოფისს, ქ. ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი), ეწვია ფინეთის ელჩი, ბატონი კრისტერ მიკელსონი. 

ელჩი შეხვდა ადგილობრივ საზოგადოებას და  ჩაატარა ლექცია თემაზე: ფინეთის ინტეგრაცია ევროკავშირში და ენობრივი უმცირესობების საკითხები.  ლექციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თემის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ადგილობრივი საჯარო უწყებების წარმომადგენლები. 

შეხვედრა მოეწყო პროექტის – სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფინეთის მთავრობის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებს შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე – დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე დაყრდნობით ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობას.