2019 წლის 29 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა საჯარო ლექცია „ამერიკის პოლიტიკა რეგიონის მიმართ“. ლექციას უძღვებოდა ამერიკა-რუსეთის ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, 2013-2017 წწ.-ში ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური თანაშემწე და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში უფროსი დირექტორი სელესტ ვალანდერი.
მომხსენებელმა ისაუბრა რუსეთი-ამერიკის ურთიერთობების, რეგიონის მიმართ თეთრი სახლის პოლიტიკისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ.
დისკუსიას უძღვებოდა რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი შოთა უტიაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.