2016 წლის 9 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა საჯარო დებატებს თემაზე: -„ახალი ევროპული უსაფრთხოების სტრატეგიისკენ“.
შეხვედრა გახსნეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა. შეხვედრის მონაწილეებს მთავარი სიტყვით მიმართა რომის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (Istituto Affari Internazionali) დირექტორის მოადგილემ და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის მრჩეველმა ნატალია ტოჩიმ.
შეხვედრის მომხსენებლებმა აუდიტორიასთან ერთად განიხილეს ევროკავშირის უსაფრთხოების გარემო, განსაზღვრეს უსაფრთხოების კუთხით ძირითადი გამოწვევები. მომხსენებელმა გამოყო რამდენიმე ძირითადი საფრთხემ როგორიცაა ტერორიზმი, კიბერდანაშაული, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, რეგიონალური კონფლიქტები, სახელმწიფოს ქმედუუნარობა და ორგანიზებული დანაშაული.
დისკუსიას უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.