პროექტი მიზნად ისახავდა ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციას საერთო ქართულ სახელმწიფოსთან. პროექტის ამოცანას იყო ქართული სახელმწიფოს შესახებ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაცია თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის პრინციპებთან შესაბამისად.

პროგრამის ფარგლებში გაიმართა ლექციები, დისკუსიები ნატო-ევროკავშირის თემატიკაზე, ასევე ჩატარა ქართული ენის სასწავლო კურსები.  სემინარებმა საშუალება მისცა ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ.  ამასთანავე,  ქართული ენის შესწავლა ადგილობრივ მცხოვრებლებს დაეხმარება ინფორმაციული ვაკუუმის დაძლევასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მოპოვებაში.

პროგრამა  დაფინანსდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.