2018 / 03 / 22

2018 წლის 22 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი)  საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის  რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.

პლატფრომა დაარსებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412 მუხლის თანახმად. მისი მიზანია შეთანხმების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი დონის ინსტიტუტებისთვის, მთავრობებისთვის, პარლამენტებისთვის. 

პლატფორმის მესამე შეხვედრა გახსნეს პლატფრომის თანათავმჯდომარეებმა: რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა და ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრმა ანდჟეი ადამჩიკმა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლმეტაციის პროცესის მსველობაზე ისუბრეს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული პლატფრომის წევრები არიან, განიხილეს შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები, წარადგენეს და მოისმენეს ანგარიშები მცირე ბიზნესის მხარდაჭერისა და სურსათის უვნებლობის დარგში მიმდინარე რეფორმების შეფასებით.

შეხვედრაზე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც შეფასებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი და შესაბამისი რეკომენდაციები.

3rd meeting of EU-Georgia Civil Society Platform